LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში საცურაო აუზი ქალებს მენსტრუაციისას ცურვას უკრძალავს”-Independent

347

ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ თბილისში მდებარე „ვაკის საცურაო აუზში“ მომხდარ ინციდენტზე წერს – რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუზი ქალებს მენსტრუაციის პერიოდში ბანაობას უკრძალავს.

 

„ინდეფენდენთი“ წერს, რომ აუზი აღნიშნულის გამო სექსიზმში დაადანაშაულეს. მომხმარებელმა კი, რომელმაც საცურაო აუზის განცხადება „ფეისბუქზე“ განათავსა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია და ამასთან, თვეში 5-6 დღით ცურაობის აკრძალვის შემთხვევაში, მამაკაცებთან შედარებით ნაკლები თანხა უნდა გადაიხადონ.

„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ვაკის საცურაო აუზმა საპასუხოდ განმარტა, რომ გადაწყვეტილება კონკრეტული ფაქტის შემდეგ მიიღეს, როდესაც წყალში ჰიგიენის ნორმები დაირღვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები