LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პროდუქციის წარმოება 11.2 პროცენტით გაძვირდა

233
shutterstock-564948892

საქსტატი სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს აქვეყნებს.

სამრეწველო პროდუქციის წარმოების გაძვირებას მწარმოებელთა ფასების ინდექსი აჩვენებს. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ფასების 0.9-პროცენტიანი ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე დაფიქსირდა. მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.78 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიან ინდექსზე.

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია

ერთი წლის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ფასების ცვლილებამ ძირითადი გავლენა შემდეგ პროდუქტებზე იქონია:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.6 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (42.4 პროცენტი);

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 21.5-პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა;

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სექტორშია - "საქსტატი"

საქართველოში ხელფასები სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებში შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები