LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

102
tax10-770x433

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. როგორც საქსტატში აცხადებენ, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები არიან: ირლანდია – 47.4 პროცენტით, გაერთიანებული სამეფო – 15.1 პროცენტით, აშშ – 8.0 პროცენტით

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ. აშშ დოლარით.

ცნობისთვის, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2019 წლის 15 აგვისტოს, ხოლო 2019 წლის დაზუსტებული მონაცემები – 2020 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები