LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პარასკევობით 4-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადადიან

2221
RebeccaLewis-Sept2013-clock-hours-working

სამუშაო დრო საქართველოში კიდევ ერთმა ორგანიზაციამ შეამცირა. საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე, რომელმაც აღნიშნული სიახლის შესახებ საზოგადოებას ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან აცნობა.

„საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის.

საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები