LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა – ფინანსთა მინისტრი

80
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით არის გამოთქმული.

„პირველ რიგში როდესაც ვსაუბრობთ უპრეცედენტო ზრდაზე უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას.

რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი.

ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში.

შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მხოლოდ 2022 წლის II კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 147.7 ათასი ვიზიტორი შემოვიდა – ტურიზმის სტატისტიკის განახლებული მაჩვენებლები ქვეყნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები