LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასიანი მიტინგი გაიმართა – Le Point 17 ნოემბრის აქციაზე

322
8849605648

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Point საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ვრცელ სტატიას აქვეყნებს. კვირის ფართომასშტაბიანი აქციის მიმდინარეობა და შინაარსი, ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პროტესტი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის უარს მოჰყვა.

საქართველოს დედაქალაქში გამართული საპროტესტო ტალღა, რომელშიც 20 ათასზე მეტი ადამიანი მინაწილეობდა, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლოზუნგით „ყველა ერთის წინააღმდეგგ.“

 

გამოცემა წერს, რომ ძლიერმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და 2020 წლის არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება.

ევროპის პოპულარული გამოცემა გასული ხუთშაბათის ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრაზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში განსხვავებული ხედვების მიუხედავათ ოპოზიციამ შეძლო ერთიანი პრონტის გარშემო გაერთიანება.

„საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცის მიერ მართული, ქართული ოცნება 2012 წლიდან მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ მისი პოპულარობა მკვეთრად დაეცა ბოლო თვეების განმავლობაში, ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დემოკრატიული მონაპოვრების უკან დაბრუნების შიშით“ – წერს Le Point ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით.

ერთად ერთის წინააღმდეგ – რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერს გამართული აქციის მოთხოვნებზე და მიმართულებაზე, აღნიშნული გამოცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კომენტარს იყენებს, სადაც ნათქვამია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი არის გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით.

სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა თემას, სადაც განმარტებულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღების ფორმა.

„მომიტინგეებმა ბოქლომებით ჩაკეტეს კარები, რომლითაც პარლამენტის წევრებს არ შეუშვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ ადმინისტრაციული შენობების თავდასხმის ან ბლოკირების მცდელობებს,  დაუყოვნებლივ თავიდან აიცილებენ“, – წერს ფრანგული მედიასაშუალება.

აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები