LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

413
მაიმუნის ყვავილი

საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს”, – აცხადებს გამყრელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები