LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა

97
BeFunky-collage - 2020-10-29T094027.060

გასულ დღე-ღამეში საქართველოში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე გვერდის მიხედვით,  2075-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო რაოდენობა 16 904-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2346 -ს შეადგენს.

კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, 2 075 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები