LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

393
1582696455447856

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებენ.

პროტოკოლის გათვალისწინებით გამოჯანმრთელებული პირი ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელ სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.

„აუცილებელია, ხელების მაქსიმალურად დაცვა სახესთან კონტაქტისგან, ეს  ინფექციის გავრცელების პირველწყაროა“  – ეკა უბერი COVID19-ის პრევენციაზე

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობამ 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა. “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები