LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: სამი გამოჯანმრთელდა

123
thumbs-b-c-ae7afeb3eb9ef371b0b64b87e52145c2

საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 746-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხსნი წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი, მთლიანობაში კი ქვეყანაში ვირუსი 576-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 2966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 ადამიანი იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები