LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა

123

„აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის და ვარგისიანობის ვადების დაცვით შეინახონ საკუთარი პროდუქცია.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5 025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათი ინფორმაციით, ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები