LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსია მოსალოდნელი

84
zhara

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურული მაჩვენებელი შენარჩუნდება. სააგენტოს ცნობით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს მიაღწიოს. მთიან რეგიონებში ნავარაუდევია  35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსია მოსალოდნელი.

ცხელი ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც  7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

მათივე ცნობით, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები