LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კამპანია „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“ იწყება

106
103116922-135745258126258-8159781931891918766-n

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, COVID – 19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და საქართველოში შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, იწყება კამპანია „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“.

კამპანიის ფარგლებში, მოეწყობა გასვლითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მასში ჩართულები იქნებიან ინდუსტრიის წარმომადგენლები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

კამპანია მიზნად ისახავს ალიანსის ქოლგის ქვეშ არსებული ინსიტუციების მიერ, ტურიზმის ინდუსტრიის გააქტიურებას და ასოციაციების გაძლიერებას.

კამპანიის ფარგლებში, პირველი 2 ტური 15 ივნისსთვისაა დაგეგმილი:

? შიდა ქართლში და

? აჭარაში

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები