LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კაცებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქალებს

178
e50ea347917618304944294820c7b33b_XL

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების – 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58 და 22.4 ლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა,

I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

ამასთან, 2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნესსექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

მიმდინარე წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები