LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა

86
BeFunky-collage (1)

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ერთი ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, ის 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვებ-გვერდის თანახმად, ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები