LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში განსხვავებული ბიუჯეტის მქონე ტურისტს შეუძლია მოგზაურობა, აქ დიდი არჩევანია – Business Traveller-ის ჟურნალისტი

30
untitled

საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, რაც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტული ადგილი მოვინახულე და ძალიან სასიამოვნო სამოგზაურო გამოცდილება მივიღე, – ამბობს Business Traveller-ის ჟურნალისტი მელანი სვანი.

„ძალიან ლამაზი ბუნება გაქვთ და ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა სხვადასხვა ტიპის მოგზაურისთვის საოცარი მიმართულებაა. საქართველოში განსხვავებული ბიუჯეტის მქონე ტურისტს შეუძლია მოგზაურობა, აქ დიდი არჩევანია, ტურისტს შეუძლია იპოვოს როგორც პატარა, საშუალო, ასევე მდიდრული სასტუმრო. მნიშვნელობა არა აქვს საქართველოში ზაფხულში იმოგზაურებ თუ ზამთარში, აქ დიდი არჩევანია, ეს არის ლაშქრობა, თხილამურები, კემპინგი, ცხენებით გასეირნება და სხვა ტურისტული ატრაქციები. ვფიქრობ, როგორც ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან, ასევე სხვა ადგილებიდან საქართველოს ბევრი ტურისტი ესტუმრება“, – აცხადებს მელანი სვანი.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტს, მელანი სვანს უმასპინძლა.

4 დღიანი ტურის ფარგლებში, სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა. ტურისტული ლოკაციების გაცნობის შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტი მელანი სვანი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები