LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამოჩნდა კომპანია, სადაც თითოეული თანამშრომელი ხელფასს თავად, ნებისმიერ დროს დაირიცხავს

1229
khelphasi-w-h

საქართველოში ხელფასის აღების ინოვაციური მეთოდი დაინერგა – კომპანია „სიოში“ თითოეული თანამშრომელი ხელფასს თავად, ნებისმიერ დროს დაირიცხავს.

„წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ კომპანიაში, სადაც არავის ელოდებით (არც თვის ბოლოს), თუ როდის ჩარიცხავს ხელფასს, არამედ თქვენ თავად იღებთ. მაგალითად, ბანკის მოლარე ხარ, დაგჭირდა თანხა, შეხვედი კომპანიის ანგარიშზე და ჩაირიცხე ხელფასი, იმდენი, რამდენიც გეკუთვნის. ხომ კარგად ჟღერს? „სიოში“ ხელფასის აღების ახალი მეთოდი შემოვიღეთ და მოუთმენლად ველოდებით, თუ რა შედეგს ან ცვლილებას გამოიწვევს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკომეგობრული სახის ნიღბების – „სიოს“ დამფუძნებელი

გიორგი გოგეშვილი წერს.

მისივე ინფორმაციით, „სიო“-ს გუნდის წევრს (განურჩევლად პოზიციისა და დაკისრებული მოვალეობისა), ხელფასის ასაღებად არ სჭირდება “თვის ბოლოს” ლოდინი, ე.წ. დირექტორისთვის ან ბუღალტრისთვის თქმა, რომ სჭირდება ხელფასი, თუნდაც ერთი დღით ადრე, ან თუნდაც კვირაში ერთხელ და აშ. „სიო“-ს თანამშრომლებს აქვთ წვდომა და შეუძლიათ თავად დაირიცხონ კუთვნილი ხელფასი, უნდათ დღეში 3-ჯერ, უნდათ თვეში ერთხელ, წელიწადში 3-ჯერ ან 23-ჯერ. (ხელფასის რაოდენობას თავად ითვლის იმის მიხედვით, თუ გადარიცხვის მომენტისთვის, რამდენს შეადგენს მისი გამომუშავებული თანხა)

„რატომ? იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ არასწორია მიდგომა: „ხელფასს გაძლევ“ – არავინ არაფერს გაძლევს, არც დირექტორი, არც დამფუძნებელი და არც ბუღალტერი. შენი გამომუშავებულია და იღებ. სტრესულია ხელფასის ვადაზე ადრე მოთხოვნა / შეხსენება. არადა გამომუშავებული გაქვს და საერთოდ არ უნდა მჭირდებოდეს ჩემი გამომუშავებულის მისაღებად თვის რომელიმე დღისთვის ლოდინი“, – წერს გიორგი გოგეშვილი.

ცნობისთვის „სიო“ არის მარტივი, ერთჯერადი პირბადე. „სიო“-ს გამოყენებით ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ვუფრთხილდებით გარემოს, რადგან ის 100%-ით ეკო-მეგობრული პირბადეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები