LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფლეშმობი “მე მიყვარს ღვინო” დაიწყო

163
94515839-230179168202622-1546870494999871488-n

Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო სოციალური კამპანიის #დარჩისახლში# ფარგლებში, საქართველოში ფლეშმობიმე მიყვარს ღვინო” დაიწყო. იდეის ავტორი და განმახორციელებელი ღვინის კომპანიაშუმი“. ფლეშმობის მიზანი ერთმანეთზე ზრუნვა, ღვინის პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ღვინოზე საკუთარი ემოციების გაზიარებაა.

„შუმის“ ინფორმაციით, ფლეშმობმა, დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ასიათასობით ღვინის მოყვარული გააერთიანა და შუმის ოფიციალურ გვერდზე 148 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც კომპანიისგან საჩუქრები გადაეცათ.

როგორც ღვინის კომპანიაში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში,“შუმი” მუდმივად შესთავაზებს მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქტობობებსა და ღონისძიებებს, კონკურსში გამარჯვებულებს კი დააჯილდოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები