LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ეპიდოლოგიური თვალსაზრისით 4 საყურადღებო წერტილია

563
gamyrelidze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილი რჩება.

გამყრელიძის თქმით, ესაა მესტიის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და მასიურად იქნება გატესტილი დღეს მესტიაში არსებული დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. გამყრელიძის თქმით, ლენჯერში თანდათანა დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა.

„საქართველოში მეორე ცხელი წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 შემთხვევა გვაქვს. საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის 5 ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს ქობულეთსა და აჭარის რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით.

გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. საკარანტინე ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, იქ გრძელდება ტესტირება, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორც გვინდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები