LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო, ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება – wehost.ge

78
4b6c1f7d-a390-4f42-adae-71dfe09bbdcf-e1525868324883

საქართველოში ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო, ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება, – ამის შესახებ wehost.ge-ის წარმომადგენელი ნიკა ანჯაფარიძე აცხადებს. მისი თქმით, მაისიდან დატვირთულობა მაღალია, განსაკუთრებით თბილისში.

„ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების, რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ”,- განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ wehost არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში. wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალურილი შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები