LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბავშვები 12 წელი სწავლობენ, მაგრამ მათი ცოდნა რვა კლასის განათლებას შეესაბამება – სებასტიან მოლინეუსი

9673
BeFunky-collage (2)

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საშუალო სკოლაში 12 წლის განმავლობაში მიღებული განათლება რეალურად რვა კლასის განათლებას შეესაბამება,” – ეს განცხადება სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ გააკეთა.

გადაცემაში მსოფლიო ბანკის ახალი 102.7 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. როგორც სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, ქართული განათლების სისტემაში არსებობს სერიოზული ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

“ჩვენ გვაქვს 2017 წელს შესრულებული PISA-ს კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო 79 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა, ხოლო ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით – 157 ქვეყანას შორის 61-ე ადგილს იკავებს. კვლევა გვიჩვენებს, რომ 2018 წელს დაბადებული ბავშვების პროდუქტიულობა თავისი პოტენციალის მხოლოდ 61 პროცენტს მიაღწევს. წარმოიდგინეთ, შესაძლებლობის რამხელა ზღვარია შესავსები.

საქართველოში ბავშვები საშუალო სკოლაში 12 წელი სწავლობენ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში მათ მიერ შეძენილი ცოდნა რვა კლასის განათლებას შეესაბამება. ანუ ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სწავლის ხარისხი იყოს სათანადო.

მეორე არის მასწავლებლების კვალიფიკაცია. როგორი კარგი განათლების სისტემაც უნდა გქონდეს, ყველაზე მთავარი არის მასწავლებელი. ჩვენ მასწავლებლების მომზადება უნდა გავაძლიეროთ. როგორც ვიცი, ახლა უნივერსიტეტებში მუშავდება კურსი სკოლამდელი ასაკის განათლებისა და დაწყებითი განათლების პედაგოგებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობა, რადგან ხშირად კლასებში არ არის სათანადო ტემპერატურა, ზამთარში მეტისმეტად ცივა ან ზაფხულში მეტისმეტად ცხელა. გათბობისა და ინფრასტრუქტურის საკითხიც მოსაგვარებელია, ბავშვებს სათანადო პირობები უნდა ჰქონდეთ“, –განუცხადა სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.

ქართველი ემიგრანტი: "გერმანიის დაწყებითი კლასების სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე გაოცებული ვრჩები"

"დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ოდესმე შეიგნებენ, რომ სკოლა პასუხისმგებელია ოჯახთან ერთად ბავშვის არა მარტო განათლებაზე, არამედ მის ადამიანად ჩამოყალიბებაზე"

 

პოპულალურები