LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ასაკოვან ადამიანებს მედიკამენტებს და საკვებს სახლში მიუტანენ

61
A geriatrician holds the hand of an elderly woman with arthritis.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სრულყოფილად ამოქმედდება სქემა, რომლითაც “საქართველოს ფოსტა” 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებით და საკვებით უზრუნველყოფს.

„გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ქრონიკული დაავადებების გამო. მოლაპარაკებები დასრულებულია, დღეიდან “საქართველოს ფოსტა” დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ისინი “საქართველოს ფოსტით” მიიღებენ მედიკამენტებს, ასევე ვამუშავებთ საკვების მიწოდების საკითხს პენსიონერებისთვის და ამ კვირაში ეს სქემა სრულიად ამუშავდება”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობამ მედიკამენტების ექსპორტი აკრძალა – წამლებზე დეფიციტი არ გვექნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები