LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამინდი უარესდება

161
amindi uaresdeba

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აკეთებს.  მათი ინფორმაციით, საქართველოში ამინდი უარესდება.

„17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა“ , – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები