LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ადგილობრივი „ლოუკოსტერის“ შექმნას გეგმავენ, რომელიც Wizz Air-ს კონკურენტი იქნება

128
airplane-travel-tip

საქართველოში ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შექმნა იგეგმება. როგორც  ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ქართული „ლოუკოსტერის“ შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და მზაობის შემთხვევაში, საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავი, ორი „ეარბასის“ ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება.

,,ეროვნული ლოუკოსტერის შექმნის გეგმა გვაქვს და ამჟამად ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. გამომდინარე იქედან, რომ Wizz air-ს ჰქონდა ბაზა და ჰყავდა ორი ბორტი „ეარბას-320“ თვითმფირნავი, ზუსტად ამის სანაცვლოდ, გვაქვს გეგმა, ისევ ორი „ეარბასი“ დადგეს იქ, ოღონდ ამჯერად ქართული დროშის ქვეშ მფრინავი ქართული კომპანიის.

ჩვენ გავაკვირვებთ მოსახლეობას დაბალი ფასით და კონკურენციას გავუწევთ მათ შორის, Wizz air-ს. ამისათვის საჭიროა ინვესტორის და სახელმწიფოს ერთიანი ნება და ძალისხმევა. ჩვენ დავდებთ Wizzair-ზე უკეთეს ფასს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების დარჩენილი 20%-იც დადებითად გადაწყდა“, – აღნიშნა ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები