LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 31 400 ექიმია დასაქმებული

84
stethoscope

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31 400 ექიმი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება. 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის ძირითად მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16 000 საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2017 წელს – 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ – 187.2 დღე (2017 წელს – 180.5 დღე).

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები