საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 639-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 32-ით გაიზარდა და 349-ს მიაღწია.
გარდაიცვლილთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 11-ია.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები რაოდენობა კვლავ სამია.