LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს

Weathering-the-storm

20 თებერვლიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა.

რაც შეეხება ქარს, როგორც დედაქალაქში ისე საქართველოს სხვა რაიონებში ძლიერი ქარი ზეგამდე – 19 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ტემპერატურა დაბლობში დღისით 3 – 8 გრადუსის ფარგლებში, ხოლო ღამით 0- +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აგარა-გორის მონაკვეთზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ქარბუქი.

20 თებერვლიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები