LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის ძალადობრივ მეთოდს იყენებენ – კვლევის შედეგები

224
svdvdvs

2018 წელს საქართველოში 1-14 წლის ასაკის ბავშვების 69 პროცენტის მიმართ გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი, – ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს.

დედების-მეურვეების რვა პროცენტი მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად. კვლევის თანახმად:

  • ბავშვების 31% გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის).
  • ბავშვების 5% კი, მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.
  • ბავშვთა 66%-მა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა „მიქსი საქართველო 2018“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით 2018 წელს ჩაატარა. 

https://www.facebook.com/geostat.ge/videos/vb.221974874566030/793547221106157/?type=2&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები