LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ავსტრიული და გერმანული კომპანიები იფრენს

175
82125344-2830547153636488-7867829407040143360-o

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთოსათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

შეგახსენებთ, „Wucher Helicopter Gmbh“-ის გარდა, „Heli-skiing” ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“- ემსახურება. კომპანიების ოპერირება ბოლო რამდენიმე წელია, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები