LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყველა სკოლა მზადაა სწავლის დასაწყებად: განათლების სამინისტრო

131
kids-mask-70

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა მზადაა სწავლის დასაწყებად. უწყების ცნობით სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. სკოლებს შესაბამისი მარაგები საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

„პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები