LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი მიიღო

128
241468234-2912274245678175-7493881366575064735-n

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე და საქართველოში ბოლო პერიოდში კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში და განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დღის წესრიგში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი დადგა.

საქართველოს წითელი ჯვარი „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს

„აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო და ოპერატიულ რეჟიმში, 22 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მოძიება და ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.