LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმეტეს რეგიონებში 1 ივლისამდე იწვიმებს- უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

119
Capture

1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმას ელჭექით უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა 27 ივნისამდე შენარჩუნდება, 28 ინვისს კი გამოიდარებს.

“აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს,”- აღნიშნულია ინფრომაციაში.

რაც შეეხება დედაქალაქს,  თბილისში 26-28 ივნისს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით კი გამოიდარებს და 1ივლისამდე ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს, მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს.