LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უცნობი და გაუკაცრიელებული სოფელი დათოვლილი მწვერვალით და პრიალა ტბით [ფოტოები]

3351
71797982-2737044103001816-7838763361893351424-o

სუათისი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ნასოფლარია – ზღვის დონიდან 2320 მეტრზე, სტეფანწმინდიდან კი 38 კილომეტრში. სოფელში 1926 წელს 170 კაცი ცხოვრობდა, ხოლო 2002 წლიდან ის ოფიციალურად გაუკაცრიელდა.

ამ სახელს ატარებს ამავე რეგიონში მწვერვალი, ტბა და მდინარე.

ამ უკაცრიელი ადგილების კომბინაცია, რომლის შესახებაც საქართველოში ბევრმა არ იცის, მოლაშქრეებისთვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა.

სუათის მონახულება “მწვანე ზებრამ” დააორგანიზა, მისი დამფუძნებელი ლევან გეჯაძე ამბობს, რომ მათ პირველებმა მოახერხეს ამ მარშრუტზე კომერციული ლაშქრობის ორგანიზება.

 

მდებარეობს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით — ხოხის ქედზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — სუათისის სათავეში. სიმაღლე 4466 მ.

 

„სუათისის ტბა, სუათისის მყინვარი, სოფელი სუათისი, სუათისის წყალი, სუათისის ხეობა და მრავალი სხვა ანუ ყველაფერი რაც ამ გასვლიდან უნდა მახსოვდეს.

განსაკუთრებული გასვლა და ჩემი რამდენიმეწლიანი ნატვრის პირველი შესრულება. დილით დათოვლილი გარემო და პრიალა ტბა

მადლობა დავითაუს ამ გადასარევი მარშრუტით მოძიებისთვის, დაინტერესებისთვისა და გაზიარებისთვის. ასევე მადლობა ყველას რომ ვარსებობთ.

აქვე იმასაც ვიტყვი რომ ასეთი კომერციული გასვლებიდან ისევ და ისევ პირველები ვართ ვინც ვესტუმრეთ ყველა სუათისს,“ – წერს ლევან გეჯაძე.

ლაშქრობა, რომლიდანაც ლევან გეჯაძე სურათებს აქვეყნებს “მწვანე ზებრას” მიერ იყო ორგანიზებული.