LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვარს ესპანეთიც უხსნის

97
FORTUNA.GE (21)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები თანმიმდევრულად და ეტაპობრივად იხსნება. ევროპა უსაფრთხო ქვეყნებისთვის საზღვრს ხსნის. სიაში საქართველოც მოხვდა და ამჯერად ქვეყანაში შესვლის უფლებას ესპანეთი გვაძლევს.

ესპანეთის მთავრობა 4 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან 12 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას  ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ჩინეთის, მაროკოსა და ალჟირის შემთხვევაში საზღვრების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები ორმხრივობის პრინციპიდან გამომდინარე და გახსნიან თუ არა თავიანთ საზღვრებს ესპანეთის მოქალაქეებისთვის“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა

განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ივლისის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები