LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა: ზუგდიდის მიმართულებით მიმავალ დღევანდელ მგზავრებს, ბილეთის ფასის 25% დაუბრუნდებათ

286
samgzavro-mtavari

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი დღეს, ტექნიკური მიზეზით შეფერხდა.

შედეგად, მგზავრები ზუგდიდში ერთი საათისა 35 წუთის დაგვიანებით ჩავიდნენ.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს იხდის შექმნილი შეფერხების გამო და კომპენსაციის სახით, მგზავრებს თანხის 25%-ს დაუბრუნებს.

„ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25 პროცენტი აუნაზღაურდება“ – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები