LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში დაგვიანებით ჩასულ მგზავრებს თანხას სრულად აუნაზღაურებს

125
1560434050_saqartvelos-rknigza

საქართველოს რკინიგზა ბათუმში დაგვიანებით ჩასულ მგზავრებს ბილეთში გადახდილ თანხას  აუნაზღაურებს. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც რკინიგზა თავად ავრცელებს.

„29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ჩინური მატარბელი (ჯრტ-005) ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ბათუმში 1 სთ. 55 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ. “საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმერ სალაროში თანხა სრულად აუნაზღაურდებათ“, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები