LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველად აზიისა და შორეული აღმოსავლეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიები ეწვევიან

133
solo-asia

30 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტუროპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართონ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში დახმარება გაუწიოს კერძო სექტორს, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს ადმინისტრაცია კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილზე გაიცნონ და პირადი კონტაქტები დაამყარონ მსოფლიოში ცნობილ ტურ-ოპერატორებთან.

მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკება გამართა ავიაკომპანია „Turkish Airlines“-თან. შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ახალი პროექტის მხარდამჭერია.

B2B პლათფორმის ფორმატში ღონისძიებას ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გამართულ პირველ მასშტაბურ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უმასპინძლებს.

30 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში აზიიდან და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვას. ღონისძიების ფარგლებში, 4 დღის განმავლობაში, უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები