LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტმა პრემიერად “მოსკოვის კაცს” დაუჭირა მხარი – დოიჩე ველე

440
70556193-641056516418765-3510569468747055104-n

“საქართველოს პარლამენტში “მოსკოვის კაცი” პრემიერად ბრუნდება” – ამ სათაურით სამთავრობო ცვლილებების შესახებ სტატიას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

“ფორტუნა” სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტმა ისეთი ფიგურა დანიშნა პრემიერად, რომლის პერსონაც ხალხში განხეთქილებას იწვევს. ამან დედაქალაქში პროტესტის ტალღა გამოიწვია. გახარია ივნისში საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევის მთავარ ფიგურად განიხილება. აქციების, რომლებიც თავიდან გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩაჯდომამ გამოიწვია. პროტესტის მთავარი მონაწილეები ახალგაზრდები არიან.

გახარია ეცადა, რომ ბრალდებები, იმის შესახებ რომ ის “მოსკოვის კაცია” გაექარწყლებინა. ამისთვის მან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე ისაუბრა.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით გუშინ დამტკიცდა. 

პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:  

ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით დამტკიცებულია [ვიდეო]

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტში სახლემწიფო ჰიმნი ჩაირთო.

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები