8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, ამის შემდეგ კი კოლეგები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. Ad desktop banner Ad mobile banner

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები