LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქემ იარაღისა და ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა

179
e03f0d8439b8769052dc175f3137aba3-thumb

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე აიძულა, გაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლის აყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე გ.ი. საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვარზე დააკავა. უწყების განცხადებით, ინციდენტის მიმდინარეობისას გ.ი-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები