LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლისას კარანტინის გავლა არ მოუწევთ

81
airplane-travel-tip

საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლისას, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. როგორც „ავიანიუსი“ წერს, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ იმ 50 “წითელი ქვეყნის” ნუსხა გამოაქვეყნა, საიდანაც ჩასული მგზავრები კარანტინს დაექვემდებარებიან. ჩამონათვალში მოხვდნენ სახელმწიფოები, რომლებშიც 100 ათას მაცხოვრებელზე დაინფიცირებს მაჩვენებელი 40 აქტიურ შემთხვევას აღწევს.

საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაშია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნიდან ჩასული მგზავრები უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

„მწვანე“ და „წითელი“ ქვეყნების სრული სია იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები