LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით იტალიაში დააკავეს

methode_times_prod_web_bin_7151ce70-60e1-11e7-b6f8-8145f3f5d431

საქართველოს 25 წლის მოქალაქე ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ მოდუნიოში დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული გიორგი ცაძიკიძე 2014 წლიდან იძებნებოდა ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მას სასამართლომ 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ გვარი შეიცვალა და დედის გვარი, იდოიძე აიღო. თუმცა, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად შეძლეს.

ამჟამად ის ქალაქ ბარის ციხეშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები