LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მალე საკუთარი „ლოუკოსტერი“ ეყოლება

76
1594320268-shutterstock-699697081

საქართველოს ძალიან მალე საკუთარი „ლოუკოსტერი“ ეყოლება. Air Georgia იქნება პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიან ფრენების სეგმენტსაც დაფარავს და ოპერირებას Air Georgia Express-ის ბრენდით მოახდენს.

ავიაკომპანიის დამფუძნებელის გიორგი კოდუას ინფორმაციით, კომპანია რეგულარულ რეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით, სავარაუდოდ, 2021 წლიდან შეასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხვალ, ანუ 20 ოქტომბერს Air Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ორ ერთეულ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს ჩამოიყვანს, თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები