LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კულტურის პალატა ნიკოლოზ ბასილაშვილს იცავს – “მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა…”

216
საქართველოს-კულტურის-პალატა
საქართველოს კულტურის პალატა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულტურის პალატა გმობს ქალზე ძალადობას, თუმცა ფულის გამოძალვის ფაქტი ასევე მიუღებლად მიაჩნია.
“საქართველოს კულტურის პალატის მიმართვა!!! ძალადობა მდედრობითი სქესის მიმართ წარმოუდგენელია, თუმცა აგრეთვე მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს! კანონი კი ყველასთვის ერთნაირად უნდა აღსრულდეს!!! გვჯერა მიუკერძოებელი სასამართლო სიმართლეს სულ მალე გამოააშკარავებს! ჩვენი მხარდაჭერა ნიკა ბასილაშვილს!”
შეგახსენებთ, რომ ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს 24 მაისს  ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდება წარუდგინეს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები