LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროპული კურსი არავის წინააღმდეგაა მიმართული, მათ შორის, არც რუსეთის – ქეთევან ციხელაშვილი

49

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგაა მიმართული, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის პარლამენტის წევრის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით,თუ საქართველოში NATO-ს სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს.

ციხელაშვილის თქმით, კოსაჩოვის განცხადება განსაკუთრებული სიურპრიზი და სიახლე არ ყოფილა.

„საქართველოს განვითარების გზა, მის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და ვექტორი, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მათ შორის, არც რუსეთის. ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობასა და უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიცია არის, ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი ქვეყანა, რომელსაც ექნება საშუალება, რომ განვითარდეს იმ გზით და ღირებულებებით, რომელიც აირჩია მისმა საზოგადოებამ,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში, აგვისტოს ომიდან 10 წელი შესრულდება. ეს პერიოდი კი საკმარისია, რომ ყველამ დაინახოს, რეალურად რა ხდება.

„ალბათ, ეს პერიოდი არის საკმარისი, რომ ყველამ ნათლად დაინახოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ოკუპაციამ და მიმდინარე ოკუპაციამ, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი პროცესია და ამ რეგიონების რუსეთს სივრცეში მეტად და მეტად ინტეგრირების სახე მუდმივად აქვს, რეალურად მოიტანა, რომ არსებულ ვითარებას არაფერი აქვს საერთო ე.წ. დამოუკიდებლობასა და ხალხის ელემენტარულ ინტერესებთან. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადამიანის უფლებებს, ჰუმანიტარულ მდგომარეობას,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, შეზღუდვები და მავთულხლართები ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული,უცილებელია მავთულხლართების დემონტაჟი და ყველა იმ შეზღუდვის გაუქმება, რომელიც წლებია ადამიანების ყოფას აუარესებს. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ხალხთაშორის კონტაქტების წახალისებისკენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები