LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ: ლიეტუვის პრეზიდენტი

67
1

“საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს,” – აცხადებს საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს კვლავ მხარს უჭერს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია

გიტანას ნაუსედა ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს.” – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტი შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ევროპელი და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან მიმართებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები