LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა მყარია

153
70615258-1232500820269812-3419521105579212800-n

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას – ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს „– აღინიშნა გიორგი გახარიამ.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ფისკალური მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ.

გიორგი გახარიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ მჭიდრო პარტნიორობას ხაზი გაუსვა და საქართველოს მთავრობის სახელით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია.

„მივიჩნევთ, რომ გაუარესებული გარე ფაქტორების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკამ საკმარისი გამძლეობა აჩვენა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია“, – განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს შემდეგი ვიზიტით ოქტომბერში ეწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები