LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს და თურქეთის ფოსტები ახალ, ერთობლივ პროდუქტებს შეიმუშავებენ

148
1549610805

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის ფოსტისა და ტელეგრაფის (PTT) გენერალურ დირექტორთან ქენან ბოჟგეიკთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის საფოსტო ოპერატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ახალი პროდუქტები და ლოჯისტიკური სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილების გატარებას. ამასთანავე კომპანიები გაცვლიან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოცდილებას.

„თურქეთის ფოსტა გახლავთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ფოსტას დიდი პოტენციალი გააჩნია, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლავთ როგორც „მსოფლიო საფოსტო კავშირის”, ასევე „ევროპის საფოსტო გაერთიანების“, ჩვენ ამ ორგანიზაციების ფარგლებში გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ურთიერთმომგებიანი გავხადოთ,“ – აცხადებს თურქეთის ფოსტის გენერალური დირექტორი ქენან ბოჟგეიკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები