საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე 20 და სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით, 48 სტუდენტი მიიღო. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების 70%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების საუკეთესო 10%-ი სრულიად უფასოდ ისწავლის.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები. ეს საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს და ფინანსების შესწავლით დაინტერსებულ სტუდენტებს განათლების მიღებას სთავაზობს.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, სამაგისტორო პროგრამაზე წელს უკვე მეოთხე მიღებაა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

მსგავსი თემები