სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა რამდენიმე მოწმემ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა შენგელიაა, რომელიც იმ მძევლებს შორის იყო, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა.